22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი დედამიწის დღეა
დედამიწის დღე პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა 1970 წელს, ხოლო 1990 წლიდან გლობალურ გარემოსდაცვით დღედ იქცა.
ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვა - ყველასთვის უმთავრესია