სადაზღვევო კომპანია “გრინ დაზღვევა საქართველო” 2013 წელს დაარსდა და ბაზარზე ოპერირებდა “კამარას” სახელით.
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში შეიძინა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA”და სადაზღვევო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგა.
ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურებით, მოქნილი პროცედურებისა და თითოეული დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს. ასევე , კომპანიაში დაწყებულია სადაზღვევო პროცედურების გაციფრულება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.
ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ის, რაც ამ დრომდე არ ყოფილა. ეძებს და პოულობს იმ ნიშას, რომლითაც ინტერესი და სურვილი საქმეში გადაიზრდება. ერთ-ერთი მთავარი მისია მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტის შემუშავება და შეთავაზებაა.
ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.