პერსონალური მონაცემების დამუშავება

სს „გრინ დაზღვევა საქართველო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404990435), შემდგომში „სადაზღვევო კომპანია“ სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნებისთვის უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და წესის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო  ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებთ, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები
•  სადაზღვევო კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვით, მომხმარებელთათვის გამჭვირვალედ და მათი ღირსების შეულახავად. 
•  მონაცემები შეინახება იმ ვადით რომელიც აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი წაიშლება, განადგურდება ან შეინახება კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში როცა მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად; 
•  მონაცემები მუშავდება კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
•  მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.


სადაზღვევო კომპანია ამუშავებს განსაზღვრული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს
სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობების და კონტრაქტორებთან ხელშეკრულების ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიის მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:  

•    მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, სადაზღვევო მომსახურების გაწევის, მზღვეველის მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, რომელთა მიღებაც ხდება მომხმარებლის თანხმობით, რაც მოიცავს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, მისამართი (რეგისტრაციის და ფაქტობრივი), ფოტოსურათი, ხელმოწერის ნიმუში და სხვა), საკონტაქტო ინფორმაციას, სახელშეკრულებო ინფორმაციას, დოკუმენტურ ინფორმაციას, ფინანსურ ინფორმაციას (ინფორმაცია ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ). 

•    განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სიცოცხლისა და სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევაში), ნასამართლეობის შესახებ (შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის). 

•    შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს კომპანიაში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთა პერსონალურ ინფორმაციას.

•    კონტრაქტორებისგან მიღებული ინფორმაცია;

თუ მონაცემთა სუბიექტი სადაზღვევო კომპანიას აწვდის ინფორმაციას მესამე პირების (მათ შორის მაგ.: კლიენტები, ოჯახის წევრის ან/და მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის, თანამშრომლების) შესახებ, მონაცემთა სუბიექტი ადასტურებს, რომ მოპოვებული აქვს სრული ნებართვა და იღებს პასუხისმგებლობას სადაზღვევო კომპანიის მხრიდან აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე.


პერსონალური მონაცემების გამოყენება ან გამჟღავნება
მონაცემების გამოყენება და გამჟღავნება ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების, წერილობით გამოხატული თანხმობით და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მონაცემების მარკეტინგული ან საინფორმაციო მიზნებისთვის გამოყენება
სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას მონაცემთა სუბიექტის საკონტაქტო ინფორმაცია შემდგომ შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც მარკეტინგული მიზნებისთვის ისე საინფორმაციო მიზნებისთვის. 
•    მარკეტინგული მიზნით გამოყენება ნიშნავს სადაზღვევო პროდუქტის შესახებ სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების გასაგზავნად მონაცემების დამუშავებას. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
•    სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან ან/და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად დაკავშირებული ინფორმაცია გაუგზავნოს მონაცემთა სუბიექტს.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
სადაზღვევო კომპანია არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ გადასცემს მესამე პირებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. 


მონაცემთა სუბიექტის უფლებები
•    მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს სადაზღვევო კომპანიას იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. 
•    მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს სადაზღვევო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, მოითხოვოს პერსონალური მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, დამატება, წაშლა, ან განადგურება.
•    მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გამოიხმოს (მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება) კომპანიისთვის გაცხადებული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე, იგი უზრუნველყოფს შესაბამისი ქმედების განხორციელებას.
•    ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ პერსონალურ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა.


პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სადაზღვევო კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან (მარიამ გაბელია) მომართვა შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ანა კალანდაძის ქ. #4, შემდეგ ელექტრუნული ფოსტის მისამართზე - info@greenig.ge ან შემდეგ ტელეფონის ნომერზე - (995 32) 2 24 44 34

ჩვენ გთავაზობთ