ტრენინგი ბათუმში
ბათუმში, 7, 8 და 9 ივლისს, გრინ დაზღვევა საქართველოს გაყიდვების დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა ტრენინგი სადაზღვევო პროდუქტების, მათი გაყიდვის არხებისა და ბიზნეს პროცესების შესახებ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გრინ დაზღვევა საქართველოს, ასევე მეტრო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების თანამშრომლებმა.
პროექტის მიზანი იყო სადაზღვევო ბაზრის თავისებურებების, დაზღვევის პროდუქტებისა და სადაზღვევო ბიზნესში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
გაიმართა პანელური დისკუსია - გაყიდვების უნარ-ჩვევებისა და თანამშრომელთა შრომის ნაყოფიერების, ეფექტიანობისა და მოტივაციის ამაღლების შესახებ.
ღონისძიებას უმასპინძლა სასტუმრო ლეგენდ ბათუმმა.