image

პროექტი "ბაიკერი ქალები"

ბაიკერების ბედნიერების ჰორმონი ადრენალინის პარალელურად გამოიყოფა. ბედნიერებას კი სქესი რომ არ აქვს, ეს ნათელია.

,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა” მესამე წელია მოტოციკლის დაზღვევით აქტიურად არის დაკავებული. ეს პროდუქტი კომპანიისთვის ერთგვარი ნიშა აღმოჩნდა. ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა” იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს მოტოციკლის დაზღვევა შესთავაზა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ბაიკერების სურვილების გამორკვევა დაიწყო და პროდუქტი მათთან კონსულტაციების შედეგად შექმნა, მოტოციკლის დაზღვევის შეთავაზება დროთა განმავლობაში იხვეწება და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ხდება.

პროექტი – ბაიკერი ქალები მათი ცხოვრების წესის წარმოჩენას ემსახურება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან, ისინი, პირველ რიგში არიან ადამინები, რომლებიც ცხოვრებისეულ თუ საქმიან საპასუხისმგებლო ვალდებულებებს არიან შეჭიდებულები, არიან წარმატებულები და აქვთ წარმოუდგენელი მიზანსწრაფულობა. ზოგიერთი მათგანი წააწყდა წინააღმდეგობას ოჯახის წევრების, თუ საზოგადოების მხრიდან გადაადგილების საშუალებად მოტოციკლის არჩევისას, თუმცა ალბათ სწორედ ეს ჟინია, რაც ბაიკერებს გამოარჩევთ, ჟინი იმისა, რომ სურვილი საშუალებად აქციონ და ადრენალინისგან ბედნიერება იგრძნონ.

დღემდე არსებობს საზოგადოებაში ის ნაწილი, რომლებიც ბაიკერის და კონკრეტულად ბაიკერი ქალის დანახვისას განცვიფრებას გამოხატავს. თუმცა, ეს ქალები არიან წარმატებულები, მიზანდასახულები, გამბედავები და გამოირჩევიან იმით, რომ სახიფათო გადაადგილების საშუალება აირჩიეს. თუმცა, დღეს, როცა დაზღვევა ხელმისაწვდომია, ,,სახიფათო სპორტის’’ სიცოცხლის და ენერგიის წყაროდ ქცევა საუკეთესო გამოსავალია.

,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა” მომხმარებელს მოტოციკლის დაზღვევის გარდა, ავტომობილის, ქონების, ტვირთის და სხვა პროდუქტების დაზღვევას სთავაზობს.

თითოეული პროექტის განხორციელებისას, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის ქალისა და კაცის თანასწორობის იდეოლოგიის წინ წამოწევა და მხარდაჭერაა.