ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა” აზღვევს
2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში.
ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი არის ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა”. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან.
განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი.
შეჯიბრი ჩატარდება 6 კაციანი ნავებით – რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში.
კატეგორიები – 19 წლამდე, 23 წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.
ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).
სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.
ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯო ვილის ჯონსი. შეჯიბრისას იგი პირადად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.
გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში „ჩექ ინ ჯორჯია სპორტი“.
ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება „საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია კამარა“-ს მიერ.
გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში „ჯომარდია“.
28 მაისს სპორტემენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.