ტვირთის დაზღვევა

ტვირთის ტრანსპორტირება და გადაზიდვა ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ტრანსპორტირების დროს შეიძლება ტვირთი დაზიანდეს ან დაიკარგოს.
“საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია გრინ დაზღვევა საქართველოს” მიერ შემოთავაზებული ტვირთის დაზღვევა ითვალისწინებს და ფარავს ტვირთის მთლიანად ან მისი ნაწილის განადგურებით, დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეულ ზარალს. გადაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი.

ტვირთის დაზღვევა ხორციელდება ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობებით (Institute Cargo Clausis – (A) დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტვირთი, რომლის გადაზიდვა ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით. დაზღვევა მოქმედებს ტვირთების როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვისას.

cargo.jpg

სადაზღვევო რისკები

  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირების მიერ ტვირთების დაზიანება
  • ხანძარი, აფეთქება
  • ავტოსაგზაო შემთხვევა, ავარია
  • სტიქიური უბედურება

მიმართეთ გაყიდვების მენეჯერს

გაინტერესებთ რა დაგიჯდებათ დაზღვევა? მონიშნეთ სასურველი პროდუქტი და მოგვწერეთ. გაყიდვების მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.