სადაზღვევო კომპანია “გრინ დაზღვევა საქართველო” არის ქართულ-თურქული კომპანია, რომელიც შექმნილია 100%-იანი თურქული ინვესტიციით.

სადაზღვევო კომპანია “გრინ დაზღვევა საქართველო”-ს ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების, მოქნილი პროცედურებისა და თითოეული დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება.

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია გრინ დაზღვევა საქართველო” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება – კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ფიქსირებული 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარიდან  + საკომისიო;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • მზარდ და კონკურენტულ ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სადაზღვევო ბაზარზე არსებული პოტენციური კლიენტების მოძიება  და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • პრეზენტაციების და შეხვედრების ორგანიზება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვის შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების  მიმართულებით  (უპირატესობად
  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია თურქული ენის ცოდნა).

პიროვნული უნარჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenig.ge არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა.

წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია გრინ დაზღვევა საქართველო“-ს მიერ (ს/კ: 404990435), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.