fbpx
გრინ დაზღვევა საქართველო ბორჯომის ტყის აღდგენაში ჩაერთო

სადაზღვევო კომპანია ,,გრინ დაზღვევა საქართველო” ჩაერთო კამპანიაში – აღადგინე • Aghadgine 

ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა უკვე უბრალოდ მაკულატურის ჩაბარებით შეგვიძლია!

“პაშა ბანკის”, “ბიას” და “ტისუპეიპერის” ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, ჩვენ 2008 წლის ომის დროს დამწვარი ბორჯომის ტყის რეაბილიტაციაში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არ ვყრით ქაღალდს და გადასამუშავებლად გადავცემთ ტისუპეიპერსს. თითოეული კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ, ისინი 0.15 ლარს გადარიცხავენ კამპანია „აღადგინეს“ ანგარიშზე, რაც ტყის რეაბილიტაციას მოხმარდება.

2008 წელს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება. შედეგად, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. შეიმჩნევა ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.