fbpx
,,გრინ დაზღვევა საქართველომ’’ მოტოციკლის სეზონური დაზღვევა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია ,,გრინ დაზღვევა საქართველომ’ მომხმარებელს ინოვაციური პროექტი – მოტოციკლის დაზღვევა 1 წლის წინ შესთავაზა. ამ შეთავაზებამ მოტოციკლისტების, და არა მარტო მათი, დიდი დაინტერესება გამოიწვია.

,გრინ დაზღვევა საქარრთველო’ ყოველთვის ზრუნავს დაზღვევის შეთავაზების პირობების გაუმჯობესებაზე და ითვალისწინებს იმ საკითხებს, რომლებიც მომხმარებლისთვის აქტუალურია.

ამის გათვალისწინებით, ,,გრინ დაზღვევა საქართველო,, გთავაზობთ მოტოციკლის ახლა უკვე სეზონურ დაზღვევას:

მომხმარებელს შეუძლია დააზღვიოს მოტოციკლი 6 თვით.

აღნიშნულ შეთავაზებაში გათვალისწინებულია ის, რომ მოტოციკლით სარგებლობა დამოკიდებულია ამინდის ცვალებადობაზე.

ამიერიდან კი დაზღვეულს აქვს შესაძლებლობა სეზონური დაზღვევა შეიძინოს, მაშინ როდესაც მოტოციკლით მოძრაობისთვის სასურველი წელიწადის დროა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით   ცხელ ხაზზე: 224 44 54.