fbpx
ვაკანსია-ზარალების რეგულირების მენეჯერი

სს გრინ დაზღვევა საქართველო აცხადებს ვაკანსიას ზარალების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტო და ქონებრივი ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტებთან შეხვედრა;
  • კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
  • საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება  და ზარალების დეპარტამენტის გადაცემა განსახილველად;
  • დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების  მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

ძირითადი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • აუცილებელია სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • კეთილგანწყობილი და თავაზიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenig.ge

წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურება – კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

სს „გრინ დაზღვევა საქართველოში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გრინ დაზღვევა საქართველოს  მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.